მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც მან “ქართული ოცნება“ რუსთთან მჭიდრო კავშირებში დაადანაშაულა, ოპოზიციის ნაწილი არასერიოზულად უყურებს.

პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე ზურაბიშვილს წარუსლ ახსენებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი სერიოზულად რომ მიიღონ, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ პრეზიდენტად “ოცნების“ ლეგიტიმაციით, დაფინანსებით და ხელშეწყობით მოვიდა.

ისტორია ზოგჯერ ძალიან კომიკურია და დასცინის ხოლმე სუბიექტებს, რომლებიც “ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციით მოვიდნენ და მათი ხელშეწყობით და დაფინანსებით. თუ ის თვლის, რომ მან პრორუსულ ძალასთან ერთად მოიგო არჩევნები, ახსნას ეს, რატომ გაყალბდა ეს არჩევნები რუსული ძალისთვის, ბოდიში მოიხადოს ამისთვის, რათა სერიოზულად მივიღოთ მისი ეს პოზიციები და არა იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა ეს ესე აწყობს, - ამბობს ცოტნე კობერიძე.

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ წლებია ამას აცხადებენ მისი პარტიის წევრები და “ოცნების“ რუსულ კავშირებზე საუბრობენ.

“ლელო ძლიერი საქართველო“ წლებია ამბობს, რომ ეს ადამინისტრაცია მოქმედებს რუსული გეგმის თანახმად, ასრულებს რუსულ დავალებას, ამ ადმინისტრაციის ნება, რიტორიკა და პრაქტიკა არის სრულ თანხვედრაში რუსეთის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ და ეროვნულ უსასაფრთხოების მიზნებთან, ამის გამოხატულება, წლების განმავლობაში იყო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩაძირვა, საქართველოს რუსიფიკაცია, მიბმა პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით რუსეთზე, იმ კანონების მიღება, რომელმაც საქართველო დააშორა სრულიად ცივილიზებულ სამყაროს და რა თქმა უნდა, ახლა უკვე ღიად და ფორმალურად რუსული ტიპის ჩაცემენტების მცდელობები, - ამბობს გეგელია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოთხწლიანი „მშენებლობა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რა ხდება დმანისში

ოთხწლიანი „მშენებლობა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - რა ხდება დმანისში

ტვ პირველი

ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

ტვ პირველი

"ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე

"ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე

ტვ პირველი

მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ

მერცის მრჩეველი, ბორის ჯონსონი და ევროპელი მაღალჩინოსნები რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ

ტვ პირველი