მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, კაცმა გაჩერებული ავტომობილის გაქურდვა სცადა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

მმართველ გუნდს კადრები გამოელია - სალომე ზურაბიშვილი

ტვ პირველი

“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა

“პირველების“ ინფორმაცია დადასტურდა - სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა

ტვ პირველი

სააკაშვილი: ჩემი საქმე „ეფ-ეს-ბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეკერილია, მოწმედ კი კრიმინალი რუხაძე მოჰყავთ

სააკაშვილი: ჩემი საქმე „ეფ-ეს-ბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეკერილია, მოწმედ კი კრიმინალი რუხაძე მოჰყავთ

ტვ პირველი

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ტვ პირველი