ტვ პირველი|tvpirveli.ge
კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი გვირგვინი და გამოხატულებაა მათი ბოღმის ნთხევის, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ რუსთავუის ციხესთან განაცხადა.
მისი თქმით, კარგად დაინახა მთელმა საზოგადოებამ, როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომლებსაც არც ვაჟკაცობა ჰყოფნით, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ.
კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთი გაშიშვლება რეჟიმის, ბოღმის ნთხევა, კარგად დაინახა მთელმა საზოგადოებამ, როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომლებსაც არც ვაჟკაცობა ჰყოფნით, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ. ნახეთ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი, სრულიად არაპროპორციული განაჩენიც, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულიად არაჰუმანური. მაშინ, როდესაც ის საქმე, რომლის გამოც ელისაშვილი დაააკავეს,ს ადაც არ იყო არანაირი მსხვერპლი, არანაირი მოთხოვნა, არანაირი შემადგენლობა ტერორიზმისა, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანების გამო უნდა ყოფილიყო გამოძიებული და ასეც დაიწყო გამოძიწება, შალვა პაპუაშვილის განცხადების შედეგად, გადაკვალიფიცირდა, როგორც ტერორიზმი, როდესაც ამის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. პაპუაშვილმა რამდენიმე საათში დაიწყო და ესტაფეტა გადასცა “ოცნების“ მოლაპარაკე თავებს, რომ ალეკო გამოეცხადებინათ ტერორისტად, რომ ჩვენი კოალიცია და მთელი ოპოზიცია გამოეცხადებინათ რადიკალებად, ტერორისტებად, თუმცა, ვნახეთ საზოგადოების შესაბამისი და ადეკვატური რეაქცია. ამას დაემატა ის მეორე საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სადაც თავად სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ვერანაირი იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა, რომელსაც ძაღლების საქმე დაერქვა. ვიცით, ალი ბაბაევის საქმე, ისევ ელისაშვილის წინააღმდეგ მიამრთული. დიახ, ალეკო ელისაშვილი გახლავთ ადამიანი, პოლიტიკოსი, მებრძოლი, პირდაპირი კაცი, რომელსაც აქვს თავისი პროტესტის გამოხატვის ფორმები და ბრძოლის ასეთი სტრატეგია არჩეული, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებთ, ეს დამატებით საქმე მურუსიძის სასამართლოს შეურაცხყოფისა, არის კიდევ ერთი გვირგვინი და გამოხატულება მათი ბოღმის ნთხევის. რეალურად თვითონ “ქართული ოცნება“ აყენებს შეურაცხყოფას ამ სასამართლოს. მურუსიძის აქ დანიშვნით, გირგვლიანის საქმის მოსამართლისთვის ჩაბარებით ამ ყველაზე მეტად პოლიტიზირებული სასამართლოსი საქართველოს ისტორიაში. მაშინ როდესაც კობახიძე ამბობდა, რომ ის მოსამართლეები, ვინც ნაციონალური მოძრობის დროს ცუდ სააქმებს ჩადიოდნენ, ახლა კარგ საქმეებს ჩადიანო, რა კარგი საქმეებია ეს, კარგად ვხედავთ, ამ პოლიტიკური მართლმსაჯულებით, როდესც ბოსტნად გადააქციეს სასამართლო სისტემა და უსიტყვოდ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელიც მოდის ქართული ოცნებიდან, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წაუყენებენ. საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge