მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავა
თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავა

თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავა

ტვ პირველი2 აგვისტო, 2026, 17:21|tvpirveli.ge

თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მომედი თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ თუკი ვინმეს ხელს უწყობს ის განცხადებები, რაც ენმ-ს და პოლიტსაბჭსთან დაკავშირებით კეთდება, ეს “ქართული ოცნებაა“.

ბოკუჩავამ იმ სამ საკითხზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აკავებს, რომ ოპოზიციური პარტიები არ გააუქმოს.

ამ საკითხზე 3 რამ შემიძლია ვთქვა, ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიებიდა მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე - თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებითვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობის საგარეო გუნდა და მათ შორის მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ 2 წელიწადს, რომელიც მე გავატარე თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამ საკითხში იმედია არავინ შემედავება და მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნე 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბრალდებების სერია ენმ-ში - პეტრე ცისკარიშვილმა დღეს თინა ბოკუჩავას კიდევ ერთხელ უპასუხა და თქვა, რომ “არ ესმის რაზე აპელირებს ქალბატონი თინა, თუმცა, ვერანაირი ჩვენებების მიცემით, მათ შორის, ვერც მინიშნებებით, “ოცნებას“ ვერავინ ვერანაირ საბაბს შეუქმნის, დოკუმენტაციის “სიყალბესთან“ დაკავშირებით“. ცისკარიშვილის თქმით, ყველა პროცედურა იქნება შესრულებული და დაცული, რათა პარტიაში ყველა არჩეულმა თანამდებობის პირმა, იუსტიციის სახლში უფლებამოსილება გაიახლოს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

ტვ პირველი

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს - მედია

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს - მედია

ტვ პირველი

ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ტვ პირველი

აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ნაგვის პარკებზე კობახიძის და ბითაძის ფოტოები გამოაკრეს

აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ნაგვის პარკებზე კობახიძის და ბითაძის ფოტოები გამოაკრეს

ტვ პირველი