მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო | TV პირველი
არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო | TV პირველი

არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ტერორი და მუქარების სერია სოცქსელში - საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, - წერია ინფორმაციაშია.

“პირველებისთვის“ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან არასრულწლოვანებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებს და 10 000 ლარს ითხოვს. მუქარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ან პოლიციას შეატყობინებენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრება. საგარეჯოელები ამბობენ, რომ უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ტერორი და მუქარების სერია სოცქსელში - საგარეჯოში უცნობი პირი არასულწლოვნებს ფულს სთხოვს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბა

უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბა

ტვ პირველი

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

ტვ პირველი

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს - მედია

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანეს - მედია

ტვ პირველი

ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ტვ პირველი