“მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია!" - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ ჟურნალისტებს პროკურატუირაში განაცხადა.
ომის ვეტერანი ამბობს, რომ მაშინ ცოცხალი 300 ადამიანის გაცვლა მოხდა.
მისივე თქმით, "როდესაც ეს საშინელება დასრულდა, ბარამიძე ჩამობრძანდა და ინტერვიუში თქვა, რა სირთულეები გადახდა".
ამ ინტერვიუს შემდეგ, როდესაც პასუხი მოვთხოვეთ, რომ “ნამუსი საერთოდ არ გაქვს?“, მან მიპასუხა: „მე კარიერისთვის მჭირდება, თქვენ უბრალო ხალხი ხართ, არაფერში არ გჭირდებათ ეს“ და „თუ შეიძლება, დავიბრალოო“. დაიბრალა და მას შემდეგ დადიოდა და იძახდა - “მე ვცვლიდი ტყვეებსო“. როგორც ომობდა, ისე ცვლიდა. ორივე შემთხვევაში იყო ბუტაფორია. ცხოვრებით ბუტაფორიაა და იქაც ბუტაფორია იყო, აფხაზეთში"- თქვა მან.
თოპფურიას შეფასებით, გია ბარამიძის განცხადება "ემსახურება უცხო, ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას".
წინა ხაზზე არ ყოფილა, ერთი ღამეც არ აქვს სანგარში გათენებული. “მეომარ” ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს სანგარში გათენებული, ტყუილია! ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. რაც შეეხება მიზანს ერთია, გააბედნიეროს სეპარატისტული მთავრობა. რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული"- აღნიშნა ვეტერანმა.
რას ედავებიან ბარამიძეს?
შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge