
ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს.
ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში თანხის შეტანის დროს, 25 წლის კაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ბელარუსის მოქალაქე მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მანქანაში მის ძალით ჩასმასაც ცდილობდნენ.
RMF FM-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 26 წლის კაცსს წაართვეს მობილური ტელეფონი და საფულე.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge