მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე
ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე

ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას - კალაძე აგვისტოს ომზე

ტვ პირველი10 აგვისტო, 2026, 16:06|tvpirveli.ge

ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ციტირება მოახდინა იმის, რაც რეზოლუციაში წერია - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ, მუხათგვერდის სასაფლაოზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "რაც 8 აგვისტოს მოხდა, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია და ყველა მოღალატემ და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს":

ირაკლი კობახიძემ ციტირება გააკეთა იმისა, რაც რეზოლუციაში წერია. არაფერი სხვა არ თქმულა. რეზოლუციაზე ხელია მოწერილი. ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, რაც მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა იკადრა და გააკეთა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა. არსებობს კონკრეტული ვიდეო-კადრები, არსებობს ბრძანებები, რომელსაც სააკაშვილი აწერდა ხელს“ - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის წევრმა" ვიკა ფილფანმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ მან "ომის დაწყება ქართულ მხარეს" დააბრალა.

8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს" ადანაშაულებენ.

"ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო "7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი."

კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ "სააკაშვილის რეჟიმს", არამედ "ქვეყანას უნდა დაეკისროს".

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია

კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - გრიგოლ გეგელია

ტვ პირველი

გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო 4100 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო 4100 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

ტვ პირველი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ადვოკატი შსს -ს განცხადებას პასუხობს

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ადვოკატი შსს -ს განცხადებას პასუხობს

ტვ პირველი

გახარიას გუნდი მოითხოვს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

გახარიას გუნდი მოითხოვს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

ტვ პირველი