მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

ტვ პირველი11 აგვისტო, 2026, 11:46|tvpirveli.ge

ბათუმი 10-12 სექტემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას AD BLACK SEA 2026-ს უმასპინძლებს. ფესტივალი მე-10 საიუბილეო წელს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს წამყვან შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს, მარკეტერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA-ის დაარსების პირველივე დღიდან, თიბისის სჯერა, რომ ძლიერი შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის განვითარების, ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს იმ პლატფორმებს, სადაც ახალი იდეები იბადება, შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები იქმნება.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ნამუშევრების მიღება 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

„უკვე ათი წელია, AD BLACK SEA-სთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ახალი იდეები იბადება და პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. გვჯერა შემოქმედების ძალის, რომელიც ცვლის ადამიანებს, ბიზნესებს და გარემოს უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ამ ტრანსფორმაციას ქმნის. Young Creative-ის კატეგორიაც ამ რწმენის გაგრძელებაა: გვსურს, ახალი თაობის ქართველ შემოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გავუხსნათ და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას“- მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

სამ დღიანი ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. რეგიონის ყველაზე შემოქმედებითი კამპანიებსა და პროექტებს, 13 ძირითად კატეგორიაში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი გამოავლენს.

ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია „ON THE EDGE“ იმ გარდამავალ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს მსოფლიო, ქვეყნები, შემოქმედებითი ინდუსტრია და ადამიანები იმყოფებიან. „ზღვარზე ყოფნა“ არის სივრცე, სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა. სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.

AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალს 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი დაესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს, მათ შორის დევიდ დროგას (Accenture), სინდი გელოპს (MakeLoveNotPorn), ნატაშა ჯენს (Pentagram New York), მიჰნია გეორგიუს (Le Pub), კატალინ დობრეს (McCann Worldgroup Romania) და იოჰანა იასკოვსკას – გაფართოებული რეალობისა და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.

AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება, ხოლო თიბისი ამ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გრძელვადიანი მხარდამჭერია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართებაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილის ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალესიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ტვ პირველი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

ტვ პირველი

აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" და პირებს მკვლელობით ემუქრებოდნენ - დაკავებულია 4 პირი, 2-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

ტვ პირველი

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

ტვ პირველი