მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ზურა სიხარულიძე: კრუნჩხვები და გონების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს, მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს!
ზურა სიხარულიძე: კრუნჩხვები და გონების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს, მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს!

ზურა სიხარულიძე: კრუნჩხვები და გონების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს, მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას - კლავს!

ტვ პირველი11 აგვისტო, 2026, 12:26|tvpirveli.ge

ზურაბ სიხარულიძე "მარიხუანას" მომხმარებლებს აფრთხილებს - ნარკოლოგი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის, რასაც მოქალაქეები მოიხმარენ სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევია, რომელიც მძიმე გართულებებს იწვევს.

როგორც სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, მის მიერ დასახელებული "მარიხუანის" მოწევის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

უცნობი შემადგენლობის ნივთიერების მოხმარება რეალური და სერიოზული საფრთხეა - წერს სიხარულიძე.

მოეშვით ამ საზიზღრობების მოწევას — კლავს, კლავს!!! რითი ვერ გაიგეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს მარიხუანა არ არის?! ეს არის სინთეზური ნაერთებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ნარევი, რომლის შემადგენლობა ხშირად საერთოდ უცნობია. კრუნჩხვებიც სწორედ ამისგან შეიძლება განვითარდეს! ასევე შესაძლებელია გონების დაკარგვა და უამრავი სხვა მძიმე გართულება. ნუ ენდობით იმას, რომ „უბრალოდ მოსაწევია“ ან „მარიხუანაა“. უცნობი შემადგენლობის ნივთიერების მოხმარება რეალური და სერიოზული საფრთხეა. ამ ერთ დაბოლებას ხო არ უნდა გადაყოლ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელიბა!", - წერს ზურა სიხარულიძე.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის საელჩო: პატივს მივაგებთ 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს

საფრანგეთის საელჩო: პატივს მივაგებთ 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს

ტვ პირველი

2008 წელი - აგვისტოს „ცხელი“ დღეები - ვეფხია კასრაძის წერილი ციხიდან

2008 წელი - აგვისტოს „ცხელი“ დღეები - ვეფხია კასრაძის წერილი ციხიდან

ტვ პირველი

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეს „ცირკონის“ და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ტვ პირველი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯი

ტვ პირველი