საფრანგეთის საელჩო: პატივს მივაგებთ 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს
საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს.
ავრცელებულ განცხადებაში, საელჩო წერს, რომ ქართველი გმირების გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება"
“შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. მათი გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება. საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა:
ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.
სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge