მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილი | TV პირველი
ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილი | TV პირველი

ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილი | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე, 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით.

ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს, -წერს სააკაშვილი.

„სასწრაფოდ! აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. 4 წელზე მეტია ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით. ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე, 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს. რუსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კირიენკო, ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტების ხელმოსაწერად. ხალხი დაშინებულია, ყველაზე ჩხუბისთავები ციხეშია, ოპოზიცია დისკრედიტებულია, დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება. საქართველო ომში დადანაშაულება უფრო გაფორმებით ვიდრე ადრე, გეორგიევსკის ტრაქტატი გააძვრეს ძველი საბჭოთა ნაფტალინისგან. „ყველა ქოც-ტროლი“ გაგანია ზაფხულში მობილიზებულია რუსეთთან ჩაბარების „გასაპრავებლად". პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო, თვითონაც ყოფილი სოხუმელია. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად. ახლა სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა, თორემ სულ მალე გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და აქ მინდა ვთქვა რაც ადრე არასდროს მითქვამს. ამ საკითხში უნდა აქტიურად ვეკონტაქტოთ რიგით „ქოცებს“, ისევე როგორც საშუალო დონის თანამდებობის მქონეს. ეს ისეთი საკითხია, სადაც დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის ბევრ ერთგულ მომხრეშიც იპოვის თანამოაზრეებს. ამ „ქოცების“ სტატუს-კვო აწყობთ, მაგრამ ქვეყნის გაუქმებაზე ისინიც არ იქნებიან თანახმა. ვინაიდან მათი მოტივაცია მაინც განსხვავდება თავისი არსებით რუსი ივანიშვილისგან და ფოფხაძის გაზრდილი კობახიძისგან. ჩვენი ამოცანაა მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას,“ - წერს სააკაშვილი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძერუსთავი 2
  • ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძეიმედი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

ტვ პირველი

ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ტვ პირველი

მიქაუტაძეს ბიზნესმენებისგან აღებული ქრთამი ლილუაშვილთან კაბინეტში ჩანთით მიჰქონდა - პროკურორი

მიქაუტაძეს ბიზნესმენებისგან აღებული ქრთამი ლილუაშვილთან კაბინეტში ჩანთით მიჰქონდა - პროკურორი

ტვ პირველი

დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა

დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინა

ტვ პირველი