მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარია
“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარია

“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარია

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 14:04|tvpirveli.ge

“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს , - ამის შესახებ “დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, არ არის გმაორიცხული, რომ ამ ყველაფერმა, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოდარტყმების სამიზნე გახადოს.

რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს,- წერს ხოშტარია.

როგორც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, საერთაშორისო სამართლებრივად კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი - როგორც ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხი რეგულირდება ამ ორ მხარეს შორის მედიატორების ანუ ევროკავშირის მონაწილეობით. ქართული ოცნების მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს. ამან კი, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა დარტყმების სამიზნე გახადოს. რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს არალეგიტიმური და მათივე ინფორმაციით, რუსული მთავრობის ქმედებები. და, შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, მისი ოკუპირებული ნაწილი. სხვაგვარად, ყველანი პასუხისმგებლები ვიქნებით რუსეთის აგრესიულ და ტერორისტულ ომში მონაწილეობაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ბიძინასთან ერთად, - წერს ხოშტარია.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდესიმედი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • უკრაინულმა მხარემ ნოვოროსიისკში დაზიანებული რუსული სამხედრო ხომალდები დაასახელაფორმულა
  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
რუსული →ოცნების →საფრთხის →

მსგავსი სტატიები

ცნობილია, ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, ვინც გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამს აგზავნიდა

ცნობილია, ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, ვინც გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამს აგზავნიდა

ტვ პირველი

„არავითარი პროტესტი არ არის, 200-300 გზააბნეული ადამიანი რაღაცას გაჰყვირის“ - შარმანაშვილი უწყვეტ პროტესტზე

„არავითარი პროტესტი არ არის, 200-300 გზააბნეული ადამიანი რაღაცას გაჰყვირის“ - შარმანაშვილი უწყვეტ პროტესტზე

ტვ პირველი

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

ტვ პირველი

ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ტვ პირველი