
ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ექს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს.
როგორც წერილში ვკითხულობთ, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრადლებები.
შესაბამისად, მას მოქმედების ორ ვარიანტს სთავაზობენ.
დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმაინაშვილისნაირმა “მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვი გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრადლებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების 2 ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ)ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი. აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას, და თუ “გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექნიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო, - წერია წერილში.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge