მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. რატომ უკავშირებს ირაკლი ფავლენიშვილი ღარიბაშვილის წერილს თორნიკე რიჟვაძის ქეისს
რატომ უკავშირებს ირაკლი ფავლენიშვილი ღარიბაშვილის წერილს თორნიკე რიჟვაძის ქეისს

რატომ უკავშირებს ირაკლი ფავლენიშვილი ღარიბაშვილის წერილს თორნიკე რიჟვაძის ქეისს

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 22:09|tvpirveli.ge

"თხოვნის და მუდარის წერილების გამოქვეყნება უწევს, რომ მისი ოჯახის წევრებს იგივე ბედი არ ეწიოთ, რა ბედიც ეწია ბატონ რიჟვაძეს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის' ერთ0ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა და თქვა, რომ როდესაც ღარიბაშვილის კლანის წევრს, თორნიკე რიჟვაძეს ასეთი ბედი ეწია - "წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებით თქვენ".

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს გახლავთ კლანური საქართველოს, მაფიოზური და ოლიგარქიული საქართველოს ქრონიკა, კიდევ ერთი, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი დაჯგუფების მეთაურს აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ახლანდელ "მმართველობაში მყოფ კლანთან", მათ შორის ივანიშვილიც არის, აშკარად გულში აქვს ჩადებული მის მიმართ ის წყენა... ფაქტია, რომ ვართ კლანების და კრიმინალური დაჯგუფებების, რომლებსაც პოლიტიკურ ჯგუფებად აქვთ პრეტენზია, რომ გაასაღონ თავი, მიერ მართულ ქვეყანასთან. [...] საბოლოო ჯამში, ეს ფასადური რემონტი ვერ უშველის იმ ძირგამომპალ შენობას, რომელიც არის "ოცნების" ეს მმართველობა და "ოცნების" სისტემა... "ოცნების" წევრებიც კარგად ხვდებიან, რომ მათი ეს დროებითი ფული, ტენდერი, არის აბსოლუტურად ეფიმერული, სადაც მთავარი მარჯვენა ხელი, ოჯახის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი არის ასეთი დაუცველი და თხოვნის და მუდარის წერილების გამოქვეყნება უწევს, რომ მისი ოჯახის წევრებს იგივე ბედი არ ეწიოთ, რა ბედიც ეწია ბატონ რიჟვაძეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს ხელმძღვანელობდა, მისივე კლანის წევრს, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებით თქვენ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.

ასევე ნახეთ:

ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, "თვითმკვლელობა სცადა" რიჟვაძემ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

"4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, "თვითმკვლელობა სცადა" რიჟვაძემ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტვ პირველი

"ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ტვ პირველი

"ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

"ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

ტვ პირველი

"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - გიორგი სიორიძე

"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი