მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი
"ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

"ღარიბაშვილი წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

ტვ პირველი17 აგვისტო, 2026, 21:40|tvpirveli.ge

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილის მიიჩნევს, რომ დაკავებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გავრცელებული განცხადება აჩვენებს, რომ "ასე ფუნქციონირებს რეჟიმი, სადაც კონკრეტული ადამიანის სამართლიანი მოპყრობა, მისი ოჯახის უსაფრთხოება ერთი კაცის ხელშია".

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს წერს, და არა პროკურატურას, სასამართლოს, ან რამე ზემდგომ ორგანოს.

ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია მოსახლეობისთვის და საზოგადოებისთვის ამის დეტალებში გარჩევა იმიტომ, რომ პრინციპში არც არაფერი არ ვიცით, ხვალ შეიძლება ცოტა მეტი გავიგოთ. რაც ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს მდგომარეობა როგორია და რა სიმპტომს გვაჩვენებს ასეთი ურთიერთობა ყოფილ პრემიერებს შორის, ერთი გუნდის წარმომადგენლებს შორის. გამოდის, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც ყურადღება ყოველთვის უფრო მაღალია, მას აქვს განცდა, რომ ის არის დაჩაგრული და მას არ აქვს არანაირი ინსტიტუციური გარანტია ქვეყანაში, რომ ის დაიცვან. ის წერს ივანიშვილს და არ წერს პროკურატურას, სასამართლოს, რამე ზემდგომ ორგანოს, მაგალითად პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოში არ არის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი დაიცვას, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაზე ძლიერი მაჩვენებელია სახელმწიფო ინსტიტუციების დეგრადაციის. ეს აჩვენებს იმას, რომ ასე ფუნქციონირებს რეჟიმი, სადაც კონკრეტული ადამიანის სამართლიანი მოპყრობა, მისი ოჯახის უსაფრთხოება ერთი კაცის ხელშია და არცერთი რომელიმე ინსტიტუციის ხელში," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.

ასევე ნახეთ:

ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულადფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რატომ უკავშირებს ირაკლი ფავლენიშვილი ღარიბაშვილის წერილს თორნიკე რიჟვაძის ქეისს

რატომ უკავშირებს ირაკლი ფავლენიშვილი ღარიბაშვილის წერილს თორნიკე რიჟვაძის ქეისს

ტვ პირველი

"4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, "თვითმკვლელობა სცადა" რიჟვაძემ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

"4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი... მანამდე, "თვითმკვლელობა სცადა" რიჟვაძემ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტვ პირველი

"ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ტვ პირველი

"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - გიორგი სიორიძე

"ივანიშვილი თანდათან უფრო გვაახლოებს იმ სცენარს, რომელიც არის "მონანიებაში" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი