მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ევროპარლამენტარი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მან 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად 23 აგვისტოს, TF1-ის ეთერში დაადასტურა.

„დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვარ“, - განაცხადა 46 წლის გლუკსმანმა.

კანდიდატურის გამოცხადებისას ევროპარლამენტარმა საკუთარ პოლიტიკურ წარსულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კლასიკური პოლიტიკური თარგიდან“ არ მოდის - ახალგაზრდა ასაკიდან არც პარლამენტის თანამშრომელი ყოფილა და არც რომელიმე პარტიის აპარატში უმუშავია.

გლუკსმანმა გაიხსენა საქმიანობა რუანდაში, საქართველოსა და უკრაინაში და თქვა, რომ იდგა რუანდის გენოციდს გადარჩენილი ადამიანებისა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა გვერდით. მისი თქმით, მისთვის პოლიტიკა არც თამაშია და არც კარიერა, ხოლო საპრეზიდენტო ბრძოლაში საფრანგეთის „ფეხზე დასაყენებლად“ ერთვება.

რაფაელ გლუკსმანი ევროპარლამენტის წევრი და ფრანგული მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Place Publique-ის ლიდერია. წარსულში ის საქართველოში მუშაობდა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მისი მრჩეველი იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე გლუკსმანი შემოდგომაზე სოციალისტური ბლოკის პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი