მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მიიღო თუ არა წერილი რუსთვის ციხეში გრიგოლ ლილუაშვილმაც? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან "ოცნების" მოქმედი ლიდერებისგან ზეწოლაზე და შანტაჟზე ღიად ალაპარაკდა.

სუს-ის ექს-შეფის ადვოკატი, მარიამ გოგორელიანი ირწმუნება, რომ მსგავს წერილს ლილუაშვილს მიმართ ადგილი არ ჰქონია.

უფლებადამცველი უარყოფს რაიმე სახის არაფორმალურ მოლაპარაკებასაც "ქართულ ოცნებასთან".

"ლილუაშვილს არანაირი წერილი არ მიუღია, ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ ირაკლი ღარიბაშვილთან. არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ გვქონია "ქართულ ოცნებასთან" - ამბობს გოგორელიანი.

რაც შეეხება კითხვას, ალაპარაკდება თუ არა ლილუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ადვოკატმა ასე უპასუხა:

რაც შეეხება ალაპარაკებას, თუ თქვენ გულისხმობთ სასამართლო სხდომაზე დაკითხვას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია სასამრთლოზე მისცემს თუ არა ბატონი გრიგოლი ჩვენებას. შესაძლოა ჩვენება მისცეს კიდეც რა თქმა უნდა, ვინაიდან ის თავს უდანაშაულოდ ცნობს, არ ჩაუდენია დანაშაული და შესაძლოა ისაუბროს კიდეც თავსი დაკითვაში აღნიშნულთან დაკავშირებით. რაც შეეხება წერილს, ჩვენს შემთხვევაში მსგავსი საკითხი არ განიხილება, ამიტომ ვერანარი კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერც პარალელებს გავავლებ აღნიშნულთან დაკავშირებით. ლილუაშვილს არანაირი წერილი არ მიუღია, არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ გვქონია "ქართულ ოცნებასთან". როგორც ჩემთვის ცნობილია, ლილუაშვილთან არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს". ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ აღნიშნულთან დაკავშირებით და ვერც ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ ირაკლი ღარიბაშვილთან". - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

სუს-ის ექს-შეფის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებებსი გამოკვლევას ასრულებს.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი