მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დავით ვარდიაშვილი დაინიშნა - ახალი ხელმძღვანელი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს წარუდგინა.

უწყების პრესსამსამსახურის ცნობით, მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე. 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში. დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი”, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი