მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით, ახლა კი თავად ქრები“ - ზელენსკის მიმართვა პუტინს | TV პირველი
„შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით, ახლა კი თავად ქრები“ - ზელენსკის მიმართვა პუტინს | TV პირველი

„შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით, ახლა კი თავად ქრები“ - ზელენსკის მიმართვა პუტინს | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთსა და პირადად ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინის განადგურების მცდელობით თავად დაკარგა ფლოტი, ენერგეტიკული შემოსავლები და მთელი თაობა. ზელენსკის თქმით, რუსეთის იმედი, რომ უკრაინა ომით დაიღლება, არ გამართლდება - კიევი შორ მანძილზე დარტყმებს გააგრძელებს და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების რაოდენობას გაზრდის

პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მან ვერასდროს გაგვიგო — და ახლა ამისთვის დროც აღარ ექნება. შენ გინდოდა მთელი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის მიტაცება, ამის სანაცვლოდ, შენ დაკარგე შენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, შენი საზღვაო ფლოტი, შენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცის საკეპ მანქანაში გააგზავნე. შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდნ გავმქრალიყავით. ახლა კი შენ ქრები მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგიდან. 27 წელია რუსეთის მმართველი დიდებულებაზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც რუსეთი ბენზინის რიგებში დგას. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები მათ შემოსავლებს აზიანებს. ჩვენი ათასობით ღრმა დარტყმა მოსკოვმა უკვე იხილა. ტულა, რიაზანი, ოლენია, ომსკი — და ათობით სხვა ლოკაცია, სადაც უკრაინულმა მართლმსაჯულებამ უკვე მიაღწია. რუსეთმა ამ მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტი მაგალითი უნდა იხილოს.ჩვენი საზღვაო დრონები მუშაობენ. მტერს ფლოტი ჰყავდა, თუმცა ის ჯართად იქცევა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ხომალდი უნდა ჩავძიროთ, - განაცხადა ზელენსკიმ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი