მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს-შეფის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს.

პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და შესაბამისად, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ბრალდების მხარე ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე, ბუნებრივია, განიხილავს ბრალდებულის განცხადებას და სურვილიც თუ იქნება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდს და შესაბამისად მას არც მიმართვა აქვს ამ მიმართულებით გაკეთებული“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი