მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ექს-პრემიერმა, რომელსაც ბრალის ოფიციალური დადგენილება რუსთავის ციხეში გააცნეს, ბრალის დადგენილების დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა.

ამის შესახებ რუსთავში ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალის დადგენილებას ესწრებოდა.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ექს-პრემიერი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

"ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მეტს თვითონვე იტყვის" - აცხადებს ლილი გელაშვილი.

დღეს წარედგინა ბრალი. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. ირაკლის წერილებსი გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, რომ თითქოს ეს წერილი იყო აბსურდი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ის რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ შინაარსობრივად წერია, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთო, ერთი კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ ის ბრალი რაც დრეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი, არ შეესაბამება სიმართლეს. მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა და მიხვდა, რომ ამგვარ რაღაცას უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც ეს შემონათვალი იყო. შესაბამისად თქვენ დასვით ეს კითხვა, მაშინ რითიაი ეს ყველაფერი განპირობებული - მისი ცალსახა პოზიციაა და ის ამას თავადაც გააცხადებს შემდეგში, რომ ის არის პოლიტიკური დევნა მის მიმართ. დღეს, მე როგორც ადვოკატს მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

"პირველების" ჟურნალისტმა უფლებადამცველს გაახსენა ბიზნესმენ ზურა ტუკვაძის ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ ირაკლი რარიბაშვილიი ჯარიდან მოპარული ფულის საქმეზე ინფორმირებული იყო.

თქვენ რას ამბობთ ახლა, რომ გამოძიებისთვის რაღაც ფაქტები იყო ცნობილი და მალავდნენ? ეს კითხავ დაუსვით პროკურატურას".- განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი