ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის წევრა, ლექსო თამაზაშვილმა "პოლიტიკურ პატიმრად" მოხსენიება გააპროტესტა.
"პირველებმა" ექს-პრემიერის ოჯახის წევრს, ჰკითხა, თუ რატომ შეიცვალა პოზიცია და რატომ თვლიან ახლა, რომ ღარიბაშვილი "პოლიტიკური პატიმარია. ამ კითხვაზე პასუხად, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა, რომ "მთელი ის მოვლენები შეიცვალა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა".
მისივე თქმით, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი თავდა გააკეთებს ახალ ბრალთან დაკავშირებით განცხადებას და უფრო მეტს თავად იტყვის.
ამ ბრალს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სრუალდ არის პოლიტიიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ვის ინტერესებში შედის ახალი ბრალი, ვერ გეტყვით. ჩემი შეფასებით, ეს არალოგიკურია, არარსებულ ბრალთან არის საუბარი. ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური დევნილია დღეს ირაკლი." (კითხვა - რა შეიცვალა? რატომ თვლით ახლა ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ პატიმრად) მთელი ის მოვლენები, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა. დრეს დადასტურდა ჩვენთვის იმ წერილში მითითებული შინაარსი, რაზეც ირაკლი საუბრობდა. დღეს ეს ხელისუფლებამ დაადასტურა. ვის აქვს კობახიშვილთან გასწორების მოტივი, არვიცი, ვერ შევალ განხილვაში. ირაკლი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, რაც უნდა თქვას. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი, არც აღიარა, ხელიც კი არ მოაწერა ირაკლიმ ამ ბრალდებას. აუცილებლად გამოჩნდება, რატომ მისცა (ჯუანშერ ბურჭილაძემ) ჩვენება ". - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.
"პირველების" ჟურნალისტმა ღარიბაშვილის ცოლის დას ჰკითხა, თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნუნუკა თამაზაშვილი და ამ ფონზე, რას უკავშირდებოდა მისი მხრიდან ივანიშვილის ფოტოებსი გაზიარება ფბ-ზე :
ნუნუკას გაზიარებული პოსტი იყო მამას საქმესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, მანამდე. მამჩემს რაც შეეხება ირაკლი ახალ ბრალთან დაკავშირებით არ მისაუბრია და თუ რაიმეს თქმა უნდა, თავად იტყვის. ერთი რაც შემიძლია როგორც ოჯახის წევრმა ვთქვა, დრეს რაც ხდება, არის სრულიად პოლიტიკური და ირაკლი რარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი", - აცხადებს ნათია თამაზაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge