გრიგოლ ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინშია - სუსის ექს შეფის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ახლა ჯერ დაცვის მხარეზეა, რომელსაც გამოსაკითხ პირთა სუაშუ დაახლოებით 20-მდე მოწმე ჰყავს.
არიან თუ არა დაცვის მოწმეთა სიაში მოქმედი მაღალჩინოსნები, ამ კითხვაზე მედიას საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი არ პასუხობს, ამბობს, რომ მას სია აქვს, მაგრამ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ნახეთ, მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ვინ არიან დაცვის ხმარის დასაკითთ პირთა (მოწმეთა) სიაში. გადმოცემული მაქვს ეს სია, თუმცა ვინ ჰყავთ სიაში, ვის დაკითხავს აპირებენ, არ იქნება კოლეგიალური რომ ამის შესახებ მე ვისაუბრო. ბატონი გრიგოლი მტკიცებულებების გამოკვლევაში აქტიურად მონაწილეობს, სვამს კითხვებს და ეხმარებოდა ადვოკატებს გარკვეული გარემოებების დაზუსტებაში. საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ბრალდებული", - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.
დაცვის მხარის თქმით კიპროკურატურამ ვერცერთი მოწმით და ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაამტკიცა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე დანაშულში ბრალი მიუძღვის.
გარკვეულ პირთა წრე არსებობს, რომლებიც გარკვეულ დანაშაულზე საუბრობს. ამ გარკვეულ პირთა წრიდან უნდა არსებობდნენ ბრალდების მხარის მტკიცებით შუამავალი პირები, რომლებიც კონტაქტობდნენ ლილუაშვილთან ფულადი თანხების მიწოდების ასპექტში. სწორედ ეს მოწმეები არ არის ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი, ვინც დამაკავშირებელი რგოლი უნდა ყოფილიყო და ვერც წარმოადგენდნე, რადგან მსგავსი კატეგორიის მოწმე ფიზიკურად ბუნებაში არ არსებობს", - აცხადებს ადვოკატი ლანა ცერცვაძე.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge