მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ბიზნესმენი, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, ქვეყნიდან გამქრალია. დიღომში მდებარე ზურა ტუკვაძის ოფისი დაკეტილია - ადგილზე "პირველებს" ეუბნებიან, რომ იქ უკვე თვეებია ბიზნესმენი არავის უნახავს.

ზურა ტუკვაძე ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგაც დისტანციურად დაკითხეს. მან სასამართლოს მოუყვა მთელი სქემა, რომლითაც ქრთამი "ოცნების" ჩინოვნიკებთან მიდიოდა.

ტუკვაძე ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია. სწორედ მის ჩვენებაში იპოვეს "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში.

ვასილ მხეიძემ მითხრა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩემი ტენდერების მონაწილეობის და გამარჯვების სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან გაიარა და მისგან თანხმობაც მიიღო. საუბრისას რარიბაშვილს ჯუანშერისთვის ისიც უთქვამს, რომ არ ვიყავი კარგი სიძე, მაგრამ ვარ კარგი ბიზნესპარტნიორი. ამას ღარიბაშვილი იმიტომ იტყოდა, რომ მე ნუნუკა თამაზაშვილის გარე ბიძაშვილზე ვიყავი დაქორწინებული და ერთმანეთს კონფლიქტით დავშორდით. ეს იცოდა ღარიბაშვილმაც", - ამბობს ჩვენებაში ზურა ტუკვაძე.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი