ტვ პირველი|tvpirveli.ge
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებითა და რაკეტებით მორიგი ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის ძირითადი მიმართულება ოდესის ოლქი იყო.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, იერიშისას რუსეთმა 8 რაკეტა (მათ შორის „ონიქსი“, Kh-31P და Kh-59) და 143 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, საწყობებზე მიტანილი დარტყმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა სამოქალაქო, კომერციული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge