მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა კიევში "პირველი ლედებისა და ჯენტლმენების" მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ვიდეოს და ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ინფორმაციის თანახმადვე, პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და ჩვენი ეროვნული იდენტობის "7 მარადიულ საყრდენზე ისაუბრა".

"ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში. საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის უწყვეტ ქრონიკაა, ამიტომ ქართველებმა კარგად ვიცით, თავისუფლების და მშვიდობის ფასი. ჩვენთვის ჭეშმარიტი ტავისუფლება წარმოუდგენელია სამშობლოს, რწმენის და კულტურული თვითმყოფადობის გარეშე. საქართველოში ღმერთის და სამშობლოს სიყვარული ოჯახიდან იწყება და შემდეგ თაობიდან-თაობას გადაეცემა. ოჯახის სიმტკიცე წარმოადგენს ჩვენი სიტორიული უწყვეტობის მთავარ გარანტს. მარადიული ღირებულებები არის ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა თუ სტრატეგიული რეფორმა ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს უნდა ეფუძვნდებოდეს. სახელმწიფოს უკან მუდამ ადამიანი დგას, ადამიანი, რომელიც ქმნის ისტორიას“, - თქვა თამარ ბაგრატიონმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი