მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდი სნოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს და უარყოფს ინფორმაციას, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ფონდის ცნობით, 2.26-მილიონიანი პროექტიდან კონტრაქტორს მხოლოდ 148 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული, ხოლო ექსპერტიზამ საწყის საკონსტრუქციო პროექტში ხარვეზები გამოავლინა.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლის დემონტაჟისა თუ ახალი შენობის აშენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამუშაოები დამატებითი კვლევების დასრულების შემდეგ განახლდება.

სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია და საკითხი არ გახდეს მცდარი შეფასებების საფუძველი. ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის რამდენიმე ათეული პრობლემური პროექტი გადაიბარა. მათი გაგრძელება საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლების ტექნიკური მდგომარეობის სწორად შეფასება. ამიტომ, დოკუმენტურ შესწავლასთან ერთად, აუცილებელია შენობების მდგრადობისა და უსაფრთხოების ექსპერტიზა. ეს, პირველ რიგში, ბავშვების უსაფრთხოების საკითხია და შესაბამისი გადაწყვეტილებები სპეციალისტების დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებს სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია „დიკა 2010-სთვის“ ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი. აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული. ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა. ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, მიმდინარეობს დამატებითი სიღრმისეული კვლევა, მათ შორის გეოლოგიური კვლევა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე ამუშავებს განაცხადს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით. ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სნოს სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც ადგილზე, სნოში, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. საბოლოო გადაწყვეტილება კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული. საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს. სამუშაოები განახლდება მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დასკვნებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ნათქვამია განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი