მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.

ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.

ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ლევან იოსელიანს მოუწოდებს, რუსთავის ციხეში თვითონ, ან მისი წარმომადგენელი ექს-პრემიერთან შევიდეს.

26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი, მას უნდა ენახა თავისი [შვილები], კონკრეტულად ეს იყო მიზანი იმიტომ, რომ სამი თვეა მას არ უნახავს მცირეწლოვანი შვილები და ეს პაემანი გაუუქმეს. გახდა მისთვის ცნობილი, რომ პაემანი აღარ შედგებოდა. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე - ეს არ არის რთული გადასამოწმებელი. თქვენი ეთერის საშუალებითაც მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ, ან მისი წარმომადგენელი შევიდნენ ისევ იმიტომ, რომ ეს მართლაც აუცილებელია, როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და გიუქმებენ, ეს რა თქმა უნდა, მისი უფლებები დარღვევაა და გადაამოწმოს სახალხო დამცველმა სიმართლეს ვამბობთ ჩვენ, თუ [პენიტენციური სამსახურის] განცხადება," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი.

მისივე ცნობით, მიმდინარე მოვლენებზე ირაკლი ღარიბაშილი განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

პოზიციის დაფიქისირებას აპირებს, სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს განცხადებას და მისი შეფასებაც და პოზიციაც ცნობილი იქნება ხვალ საზოგადოებისთვის. ზოგადად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააკეთებს ხვალ მის შეფასებას.

სამი თვეა თავისი მცირეწლოვანი შვილები არ უნახავს და 26 აგვისტოს იგეგმებოდა ბავშვებთან შეხვედრა და გაუქმდა. გრძელვადიანი პაემანი იყო და მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტია, რომ გაუქმდა. მესამე პაემანით შესაძლებლობას იძლევა კანონი და შესაბამისად შეთანხმებული იყო და მას ეძლეოდა შესაძლებლობა მანამდე, რომ გრძელვადიანი პაემნით ესარგებლა და თავისი მცირეწლოვანი შვილები ენახა, რაც პირობითად, 12 იანვრის შემდგომ ორჯერ მოხერხდა სულ მის შვილებთან შეხვედრა და ბუნებრივია, ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ეს," - ამბობს ნათია თამაზაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაურ ბუავას დედა საქართველოშია

დაურ ბუავას დედა საქართველოშია

ტვ პირველი

ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ ახალი საქმე მისი მაღალი რეიტინგის გამო, გასაშავებლად აღძრეს

ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ ახალი საქმე მისი მაღალი რეიტინგის გამო, გასაშავებლად აღძრეს

ტვ პირველი

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

ტვ პირველი

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - შსს-მ ორი პირი დააკავა

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - შსს-მ ორი პირი დააკავა

ტვ პირველი