მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

მანაგაძე რუსულ ემბარგოზე: პრობლემები მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს რომ შექმნოდათ, მინისტრი უკვე მოსკოვში იჯდებოდა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვასილ მანაგაძის შეფასებით, რუსეთის ბაზარზე ჭარბი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსული მხარის მიერ ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში ის დუმილია, რომლითაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეხვდა ამ ყველაფერს.

დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირდაპირ მოვალეობაა, ცხადი განცხადებები გაკეთდეს, რომ იმ პროდუქტების ხარისხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არფრით არ შეიძლება, რომელსაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს.

ეს დუმილი ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს მე, რომ რა შიში აქვთ, რატო არ იღებენ ხმას. ამ კოპანიებს, რომ ხმამაღლა აფიშირებულად არ დაუდგებიან გვერდში, ხმას არ აიმაღლებს, რომ გამორიცხულია, მანდა რამე ხარისხის პრობლემა იყოს, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. ეს პრობლემები უჩა მამაცაშვილის და ივანიშვილის ძმის კომპანიებს - ან “ბოლეროს“, ან “დევეკას“ რომ შექმნოდა, დარწმუნებული ვარ მინისტრიც და სააგენტოს თავმჯდომარეც, აზიმუტის პირველი რეისით ახლა იჯდებოდნენ მოსკოვში, ან პიატიგორსკში, რომ ეს პრობლემა გაერკვიათ, მაგრამ ვინაიდან ეს ეხება წესიერ, ნორმალურ კომპანიებს, არის დუმილი, რომელიც არის ყველაზე საშიში, - განაცხადა მანაგაძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ანა აბულაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართარუსთავი 2
  • გერმანიის საგარეო მინისტრი: გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკისფორმულა
  • სახეზე გვაქვს ტალანტისა და სტარტაპების პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში - ეკონომიკის მინისტრის მოადგილეBM.GE
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - არის მსხვერპლი

ტვ პირველი

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს

ტვ პირველი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანი

ტვ პირველი

ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდის

ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდის

ტვ პირველი