მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ | TV პირველი
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ | TV პირველი

საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ | TV პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში, ნიუ-იორკში დაგეგმილ eZo Festival-ის ბილეთებზე მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზება მოუმზადა.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება 10 სექტემბრამდე მოქმედებს.

ინფორმაციისთვის, 17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.

eZo Festival საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. გერმანული ტურის შემდეგ, ფესტივალი პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ტვ პირველი

„გირჩი“ სახელს იცვლის

„გირჩი“ სახელს იცვლის

ტვ პირველი

თამაზ მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე - სასამართლოს ჩვენებას თვითმხილველი მისცემს

თამაზ მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე - სასამართლოს ჩვენებას თვითმხილველი მისცემს

ტვ პირველი

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა

ტვ პირველი