
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა | TV პირველი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს.
TI-ის ცნობით, 2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.
ეს არის კარგად აწყობილი კორუფციული სქემა, რომელიც წლებია ჩვენი ბიუჯეტიდან იკვებება. აი, როგორ მუშაობს ეს ბიზნეს-მოდელი: შეწირულობიდან რამდენიმე კვირაში, თვის ბოლოს კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მიიღო. ჯამში, ივლისში გადარიცხული 60 ათასი ლარი 1.4 მილიონიან კონტრაქტებად იქცა. 2013 წლიდან დღემდე, შპს „არსაკიძე-2000“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 49 მილიონი ლარის 108 ტენდერი აქვს მოგებული. ამ 49 მილიონიდან, ლომის წილი - 45 მილიონი ლარი, მხოლოდ ისნისა და სამგორის გამგეობებზე მოდის (ჯამში 96 ტენდერი). ტენდერების მიღმა, კომპანიას სახელმწიფოსგან 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც აქვს მიღებული (მათ შორის, 266 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტი 2025 წლის აგვისტოში ისევ ისნის გამგეობისგან). თავის მხრივ, უსანეთაშვილმა 2017 წლიდან „ოცნებას“ უკვე 516 000 ლარი შესწირა. ის პარტიას ყოველწლიურად კანონით დაშვებულ მაქსიმუმს ურიცხავს. სხვათა შორის, ტრადიციას არც წარსულში არღვევდა - 2012 წელს მან მაშინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა 30 000 ლარი" - წერს ორგანიზაცია.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge