მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“
სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

ტვ პირველი7 სექტემბერი, 2026, 17:13|tvpirveli.ge

სად არის “ოცნების“დეპუტატი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. მან დღეს სპორტის კომიტეტის სხდომა გააცდინა, შესაბამისად, აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ინფორმაციას არ ფლობენ “ოცნებაში“. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო და სპორტული საქმიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის და შესაბამისად, კარგი იქნება თუ ტალახაძე სპორტსაც დაუბრუნდება.

შეუთავსებელი საქმიანობა არ არის ეს ერთმანეთთან - საპარლამენტო და სპორტული საქმიანობა. თუ მას წარმოუდგენია, რომ ამ საქმის კეთებაც შეუძლია, პირიქით, რაც მეტჯერ აწევს ქართულ დროშას, ყველას გაუხარდება, - ამბობს ლევან მახაშვილი.

კითხვაზე პასუხი არ აქვს არც ვიქტორ სანიკიძეს.

„ლაშას ჰკითხეთ და თვითონ გაგცემთ პასუხს,“, - ამბობს ის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება - სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ტალახაძე უკვე მეორე თვეა საწვრთნელ პროცესშია ჩართული. მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება და კიდევ ერთი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში, 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაიმართება.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენიმედი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

ტვ პირველი

მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტები

მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტები

ტვ პირველი

"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ

"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ

ტვ პირველი