მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება
ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება

ტვ პირველი7 სექტემბერი, 2026, 17:27|tvpirveli.ge

ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება - აღნიშნული ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა სასჯელაღსრულებსი დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გამოიტანა, რომელმაც პატიმრობაში მყოპფი ექს პრემიერი მოინახულა.

როგორც ნათია თამაზაშვილმა განაცხადა, “ის დეტალებში შესვლას არ აპირებს და ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.“

ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გასცემს. ზოგადად ვიძახი, მე ვერ გეტყვით წერილი, თუ როდის და რა იქნება, მაგრამ , ვფიქრობ, გასცემს პასუხს.,- განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება მხილების ახალ სერიას, ადვოკატი პასუხობს: დეტალებში ვერ შევალ.

ზოგადად რთულია ამ ყველაფრის ყურება და წარმოუდგენელია ის პროცესი, რა პროცესშიც ახლა ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობას არ ცვლის, - ამბობს თამაზაშვილი.

ნათია თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილის პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და “ის სრულად პოლიტიზირებულია.“

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა. 5 დღიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედს "შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დაშვებული" უწოდა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი "სასაცილო და ტრაგიკული". ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • 1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებსBM.GE
  • ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლებიიმედი
  • ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხაფორმულა
  • იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანინეტგაზეთი
ღარიბაშვილის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტები

მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტები

ტვ პირველი

სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

სად არის ლაშა ტალახაძე - რა იციან “ოცნებაში“

ტვ პირველი

"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ

"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ

ტვ პირველი