მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ცქიტიშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ივანიშვილს ორი ირაკლის "შეჯახება" აწყობდეს
ცქიტიშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ივანიშვილს ორი ირაკლის "შეჯახება" აწყობდეს

ცქიტიშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ივანიშვილს ორი ირაკლის "შეჯახება" აწყობდეს

ტვ პირველი7 სექტემბერი, 2026, 21:49|tvpirveli.ge

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების კონფლიქტით შეწუხებული არ ჩანს.

მისივე თქმით, შესაძლოა "ამ შეჯახებით გარკვეული შედეგი გამოიღოს" ივანიშვილმაც, რადგან დაპირისპირებით ორივე მხარე ზარალდება და "შეიძლება ორივეს მოცილება".

​დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს რომ მოუნდეს ამის გაჩერება, ყველაფერი დამთავრდებოდა.

მე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ესე მგონია, რომ ივანიშვილი დიდად არ ერევა არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. პრინციპში, ამ შეჯახებით შეიძლება გარკვეული შედეგი გამოიღოს თვითონაც იმიტომ, რომ ამ შეჯახებაში ორივე მხარე ზარალდება და საბოლოოდ, შეიძლება ერთის მოცილებაც, მეორეს მოცილებაც და საბოლოო ჯამში ახალი შემადგენლობის მოყვანა. არ ვუკავშირებ [მდინარაძის გასვლას პოლიტიკიდან] იმიტომ, რომ მდინარაძის გასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო და ჩანდა, როცა ძალიან აბსტრაქტული სამინისტროს შექმნის, დროებით მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. საბოლოო ჯამში, ის ვიცით, რომ ნებისმიერი ესეთი კონფლიქტის ერთ დღეში, თუ ერთ წუთში დასრულება შეუძლია ივანიშვილს რომ ქონდეს ამის დისკომფორტი. დისკომფორტს მე ივანიშვილის მხრიდან ვერ ვხედავ... შათირიშვილის ერთ-ერთ წერილში მაინც სიგნალს გაუშვებდა რომ დასრულებულიყო ეს ყველაფერი, ან ისევ ფარული წერილებით. მე დაშვებას ვაკეთებ, რომ ივანიშვილს რომ მოუნდეს გააჩერებდა ერთ და მეორე მხარესაც და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ორივე მხარეს აუნთო წითელი, ან თავისი პასიურობით, ან ნიშნებით, ან ისევ წერილებით. ეს ნიშნავს, რომ ის დიდად არ არის შეწუხებული იმით, რაც ხდება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე ნახეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ახალი წერილი

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ტვ პირველი

"კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანი

"კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანი

ტვ პირველი

დავით თარხან-მოურავი: ღარიბაშვილი კობახიძის ცრუ ბრალდებების მსხვერპლია

დავით თარხან-მოურავი: ღარიბაშვილი კობახიძის ცრუ ბრალდებების მსხვერპლია

ტვ პირველი

"ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილი

"ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილი

ტვ პირველი