მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის წამზომი ჩართულია, ხოლო მისი გუნდის წევრები ფიქრობენ, ვინ იქნება შემდეგი "კოლმეურნეობის თავმჯდომარე" და ვინ უნდა აქონ.

...დღეს აღმოვჩნდით რეალობაში, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან და ივანიშვილი ყოველ ჯერზე მიიღებს ხოლმე ისეთ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომ გაუსაძლისი ხდება არათუ წინააღმდეგობის გაწევა, არამედ საქართველოში ყოფნაც კი. აი ამ ფონზეც კი, რაც ახლა ვთქვი და ისედაც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ არ გვაქვს, ვისაც მიაჩნია , რომ ასე აღარაფრით აღარ შეიძლება, არ გვაქვს უფლება, რომ ავყვეთ ივანიშვილის დღის წესრიგს, რომელიც ერთადერთს ემსახურება, რომ საქართველოს საბოლოოდ დაუსრულდეს ევროპული პრესპექტივა, თითქმის დასრულებულია, მაგრამ საბოლოოდ წერტილიც რომ დაესვას მის ევროპულ პერსპექტივას, მისი ნორმალურობის ყველანაირი შანსი რომ განიძარცვოს, დაიკარგოს და მხოლოდ ამის კარის თამაშების სერიალის მომსწრე და მონაწილე რომ ვიყოთ. კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია, მას არ ვიცი ვინ ექვემდებარება. ისიც ჩანს ძალიან კარგად მისი ე.წ. გუნდის ვაი წევრები რა დღეში არიან, ახლა ფიქრობენ ვინ იქნება მომდევნო კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ვინ უნდა აქონ და ადიდონ იმიტომ, რომ ერთი აქეს და ადიდეს და ციხეშია და წერილებს იწერება, მეორეს აქებდნენ, მიაჩნდათ რომ განუმეორებელი იყო და მისი წამზომი ჩართულია," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა - დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღის ჯგუფი

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა - დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღის ჯგუფი

ტვ პირველი

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

ტვ პირველი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

ტვ პირველი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ტვ პირველი