ორიგინალი
"ოცნებამ" პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა
ტვ პირველი·13:59

"ოცნებამ" პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა

12 ოქტომბერი, 2026 · 13:59

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის ზრდა ასახული არ არის - განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გააკეთა.

“ამ ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასები საერთოდ არ არის. აქვე ვიტყვი, რამდენია და რა გამოვა ერთ წელიწადში რომ მოემატოს - გამოდის მილიონზე ცოტა მეტი - მილიონ 300. რომ წარმოვიდგინოთ, პენსია რომ 10 ლარით გაიზარდოს, 111 მილიონი უნდა ანუ პენსიის 1 ლარით გაზრდას 11 მილიონი ლარი უნდა. დეპუტატებისთვის მილიონზე მეტით მატება პენსიონერს რამდენიმე თეთრის დამატება გამოუვა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში, როგორც სურთ რომ დააკავშირონ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 2.5 მილიარდი ლარით და გაზრდილი ბიუჯეტის 80% სოციალურად არის ორიენტირებული.

კვიჟინაძის თქმითვე, 555 მილიონი პენსიების მატებაზე მიდის, 125 მილიონით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება და 520 მილიონით იზრდება “ჩვეულებრივი ადამიანების“, მათ შორის მასწავლებლების, მუშების და სპეციალისტების ხელფასები.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შესაძლოა, პენსიის თანხა დაკორექტირდეს და 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარზე მეტით გაიზარდოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ წინადადებებს, რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მხრიდან. ამავდროულად, გავაანალიზებთ რესურსს. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნება, რომ გაიზარდოს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წინადადება, რომელიც დაყენებული იყო კომიტეტების მხრიდან, გათვალისწინებული იქნება, თუმცა მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მაქსიმალურად დაფინანსდეს ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია 2027 წლისთვის. მათ შორის, ზუსტად ვერ ვიტყვი პენსიებთან მიმართებაში, კომიტეტზე დაყენებული იყო 380-დან 400 ლარამდე [ზრდა]. ამის რესურსი სავარაუდოდ იქნება, შეიძლება სხვა მოცემულობა იყოს. ჩვენ კომიტეტებთან ვიმუშავებთ და ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება პენსიების ზრდა - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ 70 წლამდე ასაკის პენსიას. ვიმუშავებთ ამ საკითხზე. კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ," - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში, ამ დროისთვის, 70 წლამდე პირების პენსიის 20 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, მნიშვნელვნად იზრდებოდა პარლამენტის წევრების ხელფასები, რასაც საზოგადობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "ოცნებამ" პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა

თემა: ოცნების

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • რუსთავი 2·05:46
    ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
  • GHN·23:01
    ქართველი მაღალჩინოსნის ფეხის დადგმა ბელარუსში რუსეთთან შესახვედრად, პირდაპირ განცხადებაა, რომ იგი არის ანტიუკრაინული სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე და ამას ჰქვია, რომ მშვიდობა უნდა „ქართულ ოცნებას“? - ნიკა გვარამია
  • ინტერპრესნიუსი·21:04
    ელენე ხოშტარია - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, როგორმე მიჩქმალონ ომის ნაწილი, რომ თავიდან აირიდონ დიდი პროტესტი
  • პალიტრა ნიუსი·19:58
    თეონა აქუბარდია „ქართულ ოცნებაზე“ - რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ ესენი როცა 7 კომპანიაზე ვერ ახსნევინებენ სანქციას, ქვეყნის დეოკუპაციაზე რაიმეს გამოგლეჯენ რუსეთს ამ პოზიციიდან?
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·01:50

ბათუმში მატჩის დროს დაპირისპირებისას 3 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი

ბათუმში მატჩის დროს დაპირისპირებისას 3 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 16 პირი
ტვ პირველი·01:40

ვისი გადაწყვეტილებით ჩატარდა ბათუმის მატჩი? - “ოცნების” ექს ლიდერის მწვავე შეფასება და 7 მთავარი კითხვა ყოფილ თანაგუნდელებს

ვისი გადაწყვეტილებით ჩატარდა ბათუმის მატჩი? - “ოცნების” ექს ლიდერის მწვავე შეფასება და 7 მთავარი კითხვა ყოფილ თანაგუნდელებს
ტვ პირველი·01:06

ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით

ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით
ტვ პირველი·23:56

„კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ძალიან თავდაჯერებულებიც ნუ იქნებით“ - პაატა ბურჭულაძის ვაჟი „ოცნებას“

„კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ძალიან თავდაჯერებულებიც ნუ იქნებით“ - პაატა ბურჭულაძის ვაჟი „ოცნებას“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.