ორიგინალი
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
ტვ პირველი·14:09

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

12 ოქტომბერი, 2026 · 14:09

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება - ამის შესახებ ცნობილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა.

გაირკვა, რომ დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის გადახდა.

„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება. აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: tvpirveli.ge
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა - 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

თემა: ლარი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • BPN·18:30
    10 უძრავი ქონება და 144.6 ათასი ლარის წლიური ხელფასი - რა ქონებას ფლობს შალვა თადუმაძის ოჯახი, რომელმაც შს მინისტრის ...
  • ალია·18:12
    ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი “შავ პარასკევს’?
  • პალიტრა ნიუსი·17:35
    აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა
  • GHN·17:13
    ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ლარიოჯახი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტვ პირველი·19:23

მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა

მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა
ტვ პირველი·18:53

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე

მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე
ტვ პირველი·18:30

ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა

ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
ტვ პირველი·18:20

„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ - გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის

„პროპაგანდისტია, პიარი სჭირდება“ -  გიორგი ნაზღაიძე მერსი სულხანიშვილს პირიქით უჩივის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.