მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას პარტიების აკრძალვის საქმიდან მისი აცილების საფუძვლად. კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მანანა კობახიძე წარსულში პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი იყო, უკვე ათი წელია მოსამართლეა და პარტიასთან კავშირი აღარ აქვს. მისი მტკიცებით, წარსული პოლიტიკური საქმიანობა მოსამართლეს საქმის მიუკერძოებლად განხილვაში ხელს არ უშლის.

„მე, როგორც იურისტი, გიპასუხებთ, რომ, თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის. ასე საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ. თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს, არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას. საქმეს აქვს კონკრეტული ღერძი, კონკრეტული არგუმენტაცია არის წარმოდგენილი. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ამ არგუმენტაციასთან დაკავშირებით იზიარებს თუ არა. ამას არავითარი ფორმით არც ასეთი, არც ისეთი, არც მორალური ფორმით არ უზღუდავს არც ერთ მოსამართლეს წარსული პოლიტიკური საქმიანობა, არც მეორე მოსამართლეს წარსული საპროკურორო საქმიანობა, არავითარი ფორმით არ უზღუდავს. მათ თავისუფლად, მიკერძოების გარეშე შეუძლიათ საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბონ ჩვენს არგუმენტებთან დაკავშირებით. როგორც იურისტი გეტყვით, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მანანა კობახიძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვიდან აცილებას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

ტვ პირველი

სრული უტიფრობა - გახარიას გუნდი კობახიძეს პასუხობს

სრული უტიფრობა - გახარიას გუნდი კობახიძეს პასუხობს

ტვ პირველი

ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ

ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ

ტვ პირველი

„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი