მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება გასაჩივრდება. იურისტები გამოძიების განახლებასა და დავითაძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში არასათანადო მოპყრობის ნიშნები იკვეთება, თუმცა პროკურატურამ სრულყოფილი გამოძიება არ ჩაატარა და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება არ განახორციელა.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის გადაწყვეტილება გიორგი დავითაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სალომე ჯანუაშვილის თქმით, პატიმარი სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად ემზადება და საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაც მიმდინარეობს.

გიორგისთვის არ იყო მოულოდნელი საგამოძიებო ორგანოს ეს გადაწყვეტილება. იგი ელოდებოდა, რომ ამ სივრცეში ვერ დადგინდებოდა ის სიმართლე, რაც თავს გადახდა და შესაბამისად, მზად არის შემდგომი და სამართლებრივი ბრძოლისთვის, გავიარეთ კონკრეტული დეტალები რა და როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად, როგორ უნდა შეიკრიბოს დოკუმენტაცია. ჩვენთან ერთად იყო შემოსული საიას იურისტი, რომელიც კონკრეტულად ამ ნაწილში უწევს კონსულტაციას გიორგის და ამ ნაწილში ანუ სტრასბურგში წასაღებ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენც მივეცით კონსულტაცია და საბოლოო ჯამში, ვართ ამ რეჟიმში, - ამბობს ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი.

გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურას დაკვეთილი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოჯახს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ ჰქონია და შვილის უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს.

რა თქმა უნდა, გიორგი არის ამ საქმეში დაზარალებული, მაგრამ ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი განაჩენი გამოიტანა, სულ რაღაც 2 დღეში, დაკვეთა შეასრულეს ერთპიროვნულად კონკრეტულმა ადამიანებმა, რაც განახორციელა პროკურატურამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ველოდით რამე ნორმალურ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, - ამბობს ირმა დავითაძე.

საქართველოს პროკურატურამ 10 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

კობახიძე ღარიბაშვილის მმართველობის დროს აღმოჩენილ კორუფციას უკავშირებს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებას

ტვ პირველი

სრული უტიფრობა - გახარიას გუნდი კობახიძეს პასუხობს

სრული უტიფრობა - გახარიას გუნდი კობახიძეს პასუხობს

ტვ პირველი

ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ

ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ

ტვ პირველი

„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობას“ - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი