
ცნობილია ვინ წარადგენენ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „ქართული ოცნების“ პოზიციებს | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
"ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
თენგიზ შარმანაშვილი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge