მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

შალვა პაპუაშვილი იმეორებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა, გუნდის ყოფილი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა.

"პირველების" კითხვაზე, იყო თუ არა განხილული მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებაზე საუბარი, "ოცნების" სპიკერმა თქვა, რომ ამ თემაზე არ უსაბრია.

„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რა თქმა უნდა, ეს თემაც იყო, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც გუნდისთვისაც დიდი წუხილია, რომ მისი ლიდერები, ყოფილი ლიდერი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები. როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არამხოლოდ ბიძინაშვილის, მთლიანად გუნდში არის იმედგაცრუება. [უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომაზე] ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად იყო საუბარი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და თავად ბიძინა ივანიშვილი შეეხო ამ თემას. რაც შეეხება იმას, შეწყალებაზე იყო თუ არა საუბარი, არა, არ ყოფილა საუბარი. წუხილი იმას ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველას აქვს, ყველა პატიმარს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა - ღარიბაშვილს სოლიდარობა ლუკა კურტანიძემ გამოუცხადა

ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა - ღარიბაშვილს სოლიდარობა ლუკა კურტანიძემ გამოუცხადა

ტვ პირველი

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ტვ პირველი

ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

ტვ პირველი

საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 12 ადამიანი

საბერძნეთის კუნძულებთან მიგრანტების ორი ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 12 ადამიანი

ტვ პირველი