„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე პარტია პოლიტიკური ლიდერებითა და იურისტთა გუნდით იქნება წარმოდგენილი. ფავლენიშვილი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. ეს გახლავთ რუსეთის ბრალდება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს გაუქმების, რუსიფიკაციის დაკანონების საბოლოო ფაზა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური გუნდით, ისე იურისტების გუნდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან ჩვენი ლიდერებიც - ანა წითლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, მეც ვიქნები და იურისტებიც გუნდიც, ამიტომაც ჩვენ მთელი შემადგენლობით ვიქნებით. მათ შორის, მოვუწოდებთ ჩვენს პატრიოტ წევრებს და მომხრეებს და არა მარტო მათ, რომ შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან პარალელურად ამ პროცესის და რა თქმა უნდა, საპროტესტო კუთხითაც უნდა იყოს თვისებული ეს ტერიტორია, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge