მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ აფასებს.

ორგანიზაციის შეფასებით, „კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ".

ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად.

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე. ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ფოტო: ნეტგაზეთი

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

ტვ პირველი

ვახოს ვერ შეაშინებენ,  ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ვახოს ვერ შეაშინებენ, ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ტვ პირველი

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ტვ პირველი

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ტვ პირველი