მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. „არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით“ - ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
„არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით“ - ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

„არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით“ - ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ქალი პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ ერთიანდებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის უფლებას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.

განცხადების ხელმომწერები პროცესს ერთპარტიული მმართველობის დაკანონების მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიულ ბერკეტებს წაართმევს.

ქალი პოლიტიკოსები ასევე მიუთითებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის შესაძლო საფრთხეებზე და აცხადებენ, რომ თავისუფალი არჩევანისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან

დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, საფრთხე ემუქრება არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს! ეს არ არის უბრალოდ ოპოზიციური პარტიების დევნა - ეს არის საქართველოს მოქალაქის ხმის ჩახშობის და ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება. ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ვერთიანდებით ერთი საერთო პრინციპის გარშემო: საქართველოს დემოკრატია, ევროპული მომავალი და სუვერენიტეტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვით საქართველოს მოქალაქეებისთვის არ და ვერ მოგვარდება ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, კორუფცისა და მზარდი ემიგრაციის პრობლემები. სამაგიეროდ, საზოგადოებას, ფაქტობრივად, აღარ ექნება ამ პრობლემებზე ხელისუფლებისთვის პასუხის მოთხოვნისა და თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებით ცვლილების მიღწევის აღარანაირი ბერკეტი. უკონკურენტო გარემო ნიშნავს ხალხის სრულ უუფლებობას და უკეთესი მომავლის შესაძლებლობის დაკარგვას. საგანგაშოა, რომ ეს პროცესი, ამავდოულად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოსგან ახალი დათმობების მოითხოვნის ფონზე მიმდინარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირება საქართველოს საერთაშორისო პოზიციების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებას ემსახურება და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არიდების საფუძველს ქმნის. ​დღეს დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევანის დაცვა აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი - ეს არის დემოკრატიის და მომავალი თაობებისთვის ბრძოლა. თუ დღეს დავთმობთ თავისუფალი არჩევანის უფლებას, ხვალ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ​ჩვენი, ქალი პოლიტიკოსების პოზიცია ამ საკითხში ერთმნიშვნელოვანია - არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს თავისუფალი არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით. საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა! ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ ხალხის არჩევანს, ვიცავთ საქართველოს! • რუსუდან თევზაძე • თეონა აქუბარდია • ნანა ტოხვაძე • ანა კობახიძე • მედეა მეტრეველი • თეონა ჭალიძე • მარიკა არევაძე • ნათია ლეთოდიანი • თამუნა გამყრელიძე • ხატია დეკანოიძე • ნინო კვიტაიშვილი • ანი ქავთარაძე • თინა ბოკუჩავა • თამი ჟორჟოლიანი • მარიამ კუკავა • თამარ ლალიაშვილი • სევდია უგრეხელიძე • მარი გელაშვილი • ეკატერინე მაისაია • ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი • ეკატერინე მიშველაძე • თამარ ყორღანაშვილი • ნანა მალაშხია • თათია ნიკოლაშვილი • ანი წითლიძე • ქეთევან თურაზაშვილი • აზა გაბუნია • ანა ჩიქოვანი • თინათინ ბოლოკაძე
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • "საქართველოს მთავრობამ საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს" - ესტონეთის პრემიერ-მინისტრიBM.GE
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
  • ზაალ ანჯაფარიძე: პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდესრუსთავი 2
  • ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვსფორმულა
ხალხის →უფლება →

მსგავსი სტატიები

ვახოს ვერ შეაშინებენ,  ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ვახოს ვერ შეაშინებენ, ვერ გაანეიტრალებენ- სანაიას ცოლი

ტვ პირველი

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ტვ პირველი

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ღარიბაშვილის ოჯახი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით, განცხადება არ მოგვისმენია

ტვ პირველი

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

ტვ პირველი