მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დაწესდა
პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დაწესდა

პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ტვ პირველი19 ოქტომბერი, 2026, 22:33|tvpirveli.ge

საფრანგეთის ხელისუფლებამ, დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე, პარიზის რამდენიმე ქუჩასა და რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.

ამასთან, საფრანგეთის დედაქალაქის ნაწილში 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დემონსტრაციები აიკრძალა.

ასევე, კომენდანტის საათი ქალაქ ლილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლიონის ცენტრალურ ნაწილშიც.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

ტვ პირველი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

ტვ პირველი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ტვ პირველი

კობახიძის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა - ცქიტიშვილი

კობახიძის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ივანიშვილის მოსვლა დასჭირდა - ცქიტიშვილი

ტვ პირველი