მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

ტვ პირველი

ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული

ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული

ტვ პირველი

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება - ზელენსკი

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება - ზელენსკი

ტვ პირველი

ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ტვ პირველი