მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული
ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული

ძალადობის ორგანიზება Tik-Tok-ით - ადვოკატის თქმით, 14 წლის ბიჭის სახლიდან სათამაშო ინვენტარია ამოღებული

ტვ პირველი26 ოქტომბერი, 2026, 11:20|tvpirveli.ge

სკოლაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებული მოსწავლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ნამდვილად დევს tik-tok-ის მიმოწერები, მაგრამ იურისტის შეფასებით, მოზარდებს შორის საუბარი დანაშაულად ვერ ჩაითვლება.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლეს დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოსა და მშობლის მეთვალყურეობის სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა არ დააკმაყოფილა.

რუსთავში, ბებიას საცხოვრებელ სახლში დაკავებული 14 წლის მოზარდის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახლიდან მხოლოდ სათამაშო იარაღებია ამოღებული.

ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს თვლის უდანაშაულოდ. არ ვადასტურებ, რომ რაიმე ისეთი საგანი არის ამოღებული, რომლითაც მსგავსი რამე საშინელების ჩადენა შესაძლებელი იქნებოდა. ეს გახლავთ სათამაშო ინვენტარი, რომელიც შეძენილი გახლავთ გასულ წლებში. ძალადობის მომზადებაზე ან მომზადებისთვის რაიმეს შეძენაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია. დიახ, [პოლიციამ შეძენილი სათამაშო იარაღები დალუქა] რომელიც შეძენილი გახლავთ გასულ წლებში და ამას დავადასტურებ გამოძიების წინაშე. დაკავებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ფიზიკურად ერთმანეთი არ უნახავთ, არაფერზე არ შეთანხმებულან და რაიმე ისეთ გეგმაზე, რომელიც მსგავსი რამის ჩადენის შესაძლებლობას მისცემდა მხარეებს"- ამბობს ადვოკატი, გია დარჩია.

საქმის პროკურორის განმარტებით, დანიშნულია ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის ფარგლებში უნდა დადგინდეს, თუ რა ტიპის იარაღია მოზარდების სახლიდან ამოღებული.

არსებობდა საკმაოდ მაღალი საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების. საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმოწერა, სადაც ისინი საუბრობენ გარკვეულწილად მათი გეგმის განხორციელებაზე, კონკრეტულ სკოლაში შეჭრაზე, შემდგომში იქ სხვადასხვა მოქმედებების განხორციელებაზე, პირთა მიმართ დაზიანების მიყენებაზე. დანიშნული არის ბალისტიკური ექსპერტიზა და სწორედ ამ ექსპერტიზის ფარგლებში უნდა დადგინდეს, თუ რომელ იარაღს განეკუთვნებოდა"- აცხადებს ბრალდების მხარის წარმომადგენელი.

"პირველები" დაკავებული მოზარდის მამასაც ესაუბრა, თუმცა ოჯახი გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს.

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

პროკურატურის განმარტებით, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლშირუსთავი 2
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

ტვ პირველი

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება - ზელენსკი

უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება - ზელენსკი

ტვ პირველი

ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ფარშის საკმაზის კონკრეტული პარტიას, რომელშიც სეს-მა დარღვევა აღმოაჩინა ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ

ტვ პირველი

ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“  - დაკავებულია ქალი

ამოღებულია 626 აბი „მეთადონი“ - დაკავებულია ქალი

ტვ პირველი