
„საქართველო შემდეგია“ - ქართველი სტუდენტები სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას ეხმაურებიან
სერბეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას ქართველი ახალგაზრდები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სერბეთის მაგალითმა აჩვენა, რომ სტუდენტურ მოძრაობას პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შეუძლია. ახალგაზრდები პარალელს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესებთან ავლებენ და სტუდენტების უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ახალგაზრდების განცხადებით, სერბეთში სტუდენტურმა მოძრაობამ საზოგადოებას ერთიანობის მნიშვნელობა დაანახა. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს სტუდენტური პროტესტის შესუსტებას, რადგან ახალგაზრდების ორგანიზებულ წინააღმდეგობას მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევს.
სერბეთში საზოგადოებამ დაინახა რა არის რეალურად ვუჩიჩის ნამდვილი სახე და დაინახა, რეალურად, რა შუეძლია ერთობას, ერთობას ახალგაზრდების გარშემო, რომლებსაც უნდათ, რომ მათი ქვეყანა იყოს უკეთესი. ეს ადამიანები, ჩვენსავით, მთელი ამ დროის განმავლობაშ ქუჩაში იყვნენ და იბრძოდნენ, ხალხს აჩვენებდნენ, რატომ იყო ცვლილებები აუცილებელი და აჩვენებდნენ იმას, რომ რეპრესიები, რომელსაც ვუჩიჩი სერბეთში ავითარებდა, არ იყო საკმადო ძლიერი, რომ ქვეყანაში წინააღმდეგობა ჩაეხშო. ფაქტია, რომ სტუდენტებს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა, საქართველოში ეს არაერთხელ გვინაცავს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას უნახავს, ახალგაზრდები როგორ იბრძოდნენ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და მართალც როგორ მოიტანეს ეს ცვლილება. ბოლო ეს ორი წელი, რაც გვაქვს პრაქტიკულად, ეს უწყვეტი პროტესტი და წინააღმდეგობა, ჩვენ ვნახეთ არაერთი სტუდენტური წინააღმდეგობა, სტუდენტური მუხტი, არაერთი სტუდენტური აქცია და ვნახეთ, როგორ ეშინოდა "ქართულ ოცნებას" ამ წინაამდეგობის. რეჟიმმა ძალიან კარგად იცის, რეალურად, რა არის სტუდენტური ძალა და ამ ძალის გაჩერება უნდათ საქართველოში, - ამბობს ახალგზრდა.
კიდევ ერთი სტუდენტი აცხადებს, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მომავალია და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესები. მისი თქმით, სერბეთისა და უნგრეთის მაგალითზე, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაშიც ახალგაზრდებმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ.
ჩვენ დავანახეთ რუსულ რეჟიმს ამდენი წლის განმავლობაში, რომ ახალგზრდებს არ გვეშინია არაფრის. ჩვენ დავიბადეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში და ჩვენთვის არ არის პრიორიტეტი პოლიტიკური სკამი, არ არის პრიორიტეტი რომელიღაცა პარტია, ჩვენი პრიორიტეტია საქართველო და სამშობლო და აი, ზუსტად ამის ეშინიათ, სამშობლოდ უდიდესი სიყვარული რომ დაინახეს მათ ახალგაზრდებში. გვჯერა, რომ სერბეთის მაგალითზე, უნგრეთის მაგალითზე, როდესაც რუსული რეჟიმი დამარცხდა, საქართველოშიც დამარცხდება. მთავარი პრიორიტეტი არის ახალგაზრდების ჩართულობით, ოღონდ ეს ახალგაზრდები უნდა იყვნენ წინა ფლანგზე, - ამბობს სტუდენტი.
კიდევ ერთი ახალგაზრდის შეფასებით, სერბეთის არჩევნების შედეგი ახალგაზრდული მოძრაობების მნიშვნელობაზე მიუთითებს. იგი საქართველოში მოქმედ სტუდენტურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საპროტესტო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა უნდა გაძლიერდეს.
ევროპაში უნგრეთის შემდეგ სერბეთმა გაიმარჯვა ავტორიტარიზმზე და მოიგო დემოკრატია. ეს ყველაფერი კი სტუდენტების დამსახურება იყო. საქართველო შემდეგია. საქართველოში სტუდენტური მოძრაობები არსებობს, როგორიც არის "დაიცავი ილიაუნი", "დაიცავი თსუ" და სხვა. ამიტომ ჩვენ ერტად უნდა ვიდგეთ და ახალგაზრდებმა უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. გამოდით, გავაპროტესტეთ ერთად, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ვიბრძოლოთ ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა.
მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - "სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მისმა საარჩევნო სიამ დაახლოებით 1.72 მილიონი ხმა მიიღო, "სტუდენტურმა სიამ" კი – დაახლოებით 2.2 მილიონი.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა;
"გამარჯვება!“ და "მორჩა, დამთავრდა!“ - სკანდრებდა ამომრჩეველი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge