მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

თანამედროვე გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე, მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პროფესიული დიპლომატიისა და მოქნილი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ახალი მრავალპოლარული წესრიგის ფორმირების ეტაპზეა, სადაც თითოეულ დიპლომატიურ გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე ვდგავართ, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს. ამ პირობებში ქართველი დიპლომატების მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება და ქვეყნის, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტის განმტკიცება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მან ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საერთაშორისო გარემოში მზარდი გამოწვევების პირობებში სწორედ დიპლომატია წარმოადგენს ქვეყნის თავდაცვის პირველ ხაზს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი - ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ - ადვოკატი

ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი - ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის „ბრალის დამადასტურებელი“ - ადვოკატი

ტვ პირველი

გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ტვ პირველი

ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში

ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში

ტვ პირველი

თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის - ადგილზე რვა სახანძროა

თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის - ადგილზე რვა სახანძროა

ტვ პირველი